აზოვის ზღვაში უცხოური სატვირთო გემების წინააღმდეგ დრონებით თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ხუთი მოქალაქე დაიღუპა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, აიჰან ჰაჯიზადემ აღნიშნა, რომ ორ უცხოურ სატვირთო გემზე სულ 25 აზერბაიჯანელი მოქალაქე იმყოფებოდა. დაშავებულები რუსეთის კრასნოდარის მხარის, ქალაქ ეისკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ამჟამად საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხზე ჩვენი ქვეყნის შესაბამის სამთავრობო უწყებებთან, აზერბაიჯანის დიპლომატიურ მისიებთან და შესაბამისი ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოებთან კოორდინაციაშია. რუსეთში ჩვენი საელჩოს რამდენიმე თანამშრომელი ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდა. ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა, მათი ქვეყანაში დაბრუნება და საჭირო საკონსულო დახმარების გაწევა კონტროლდება“, – აღნიშნა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

