ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პასუხგაუცემელი კითხვები ისევ მრჩება”: საკონსტიტუციოს თავმჯდომარე პრემიერთან შეხვედრით კმაყოფილი არ ჩანს

პრემიერ კვირიკაშვილსა და საკონსტოტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პაპუაშვილს შორის შეხვედრა დასრულდა.

კვირიკაშვილის თქმით, ის ენდობა გამოძიებას და პირობას აძლევს პაპუაშვილს რომ მის მიერ გაჟღერებულ პრობლემებთან დაკავშირებით გამოძიება ობიექტურად წარიმართება.

თავად პაპუაშვილი კი აცხადებს, რომ მიუხედავად პრემიერთან შეხვედრისა, მას მაინც რჩება ის პასუხგაუცემელი კითხვები, რომლეიც შეხვედრამდევ ჰქონდა.

“პასუხგაუცემელი კითხვები ისევ მრჩება, ეს ის კითხვებია, რომელიც ახლა შეხვედრის დროს არ გამჩენია, ეს არის კითხვები, რომელიც კარგა ხანია მაქვს…” – განაცხადა პაპუაშვილმა

იტვირთბა....