საქართველოში ამერიკის შეერთებული შატატების ელჩი იან კელი საქართველოს პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებს ეხმაურება.
მისი თქმით, იმედია სამართალდამცავები პოლიტიკური კონტროლის გარეშე შეძლებენ მუშაობას:
„მოვუწოდებ პრეზიდენტს და პრემიერს, რომ ამ ბრალდებებს სერიოზულად მიუდგნენ.
ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები ყველანაირი ზეწოლისა და პოლიტიკური კონტროლის გარეშე უნდა განხორციელდეს. მსგავსი ფაქტები არის საკმაოდ დასაფიქრებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული ფაქტს სერიოზულად მიუდგა. იმედი მაქვს, რომ სამართალდამცველები პოლიტიკური კონტროლის გარეშე შეძლებენ მუშაობას“,-განაცხადა იან კელიმ.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამართალდამცავების ჩართულობით მის ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო.