ორი მამაკაცი, რომლებსაც საფრანგეთში ეკლესიაში მძევლები ჰყავდათ აყვანილი, მოკლულია, -ინფორმაციას ფრანგული მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობისთვის, საფრანგეთში, ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ სენ-ეტიენ დუ რუვრეში, ორმა შეიარაღებულმა პირმა ეკლესიაში მყოფი ადამიანები მძევლად აიყვანა, -ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.
კერძოდ, ეკლესიაში შეჭრილმა დანით შეიარაღებულმა პირებმა მძევლად 6 ადამიანამდე აიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მძევლებს შორის სასულიერო პირია.
ამ ეტაპზე უცნობია ეკლესიაზე თავდასხმის მოტივი.