აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“უნგრეთის მთავრობა პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების ვადის შეზღუდვას გეგმავს” – Reuters

უნგრეთის მთავრობა პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების ვადის შეზღუდვას გეგმავს, – ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

უნგრეთის მმართველმა პარტიამ „ტისამ“ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილება წარადგინა, რომელიც პრემიერ-მინისტრისთვის თანამდებობაზე ყოფნის ვადის შეზღუდვას ითვალისწინებს.

საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნა მაქსიმუმ 8 წლით განისაზღვრება.

ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი მომავალში აღნიშნული თანამდებობის დაკავებას ვერ შეძლებს.

იტვირთბა....