აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უნგრეთში მმართველმა პარტიამ წარადგინა კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც, პრემიერი თანამდებობის მაქსიმუმ რვა წლის განმავლობაში, ანუ ორი ვადით დაკავებას შეძლებს

უნგრეთის ახალმა ხელისუფლებამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის ვადის რვა წლამდე შეზღუდვის ინიციატივა ოფიციალურად წარადგინა.

როგორც „როიტერი“ წერს, მმართველმა პარტია „ტისამ“ პარლამენტში კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი შეიტანა, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრი თანამდებობის მაქსიმუმ რვა წლის განმავლობაში, ანუ ორი ვადით დაკავებას შეძლებს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას გამოიყენებს „ფიდესის“ მიერ მიღებული კანონების შესაცვლელად და დემოკრატიული კონტროლის, ბალანსის სისტემის აღსადგენად.

კონსტიტუციური ცვლილების პროექტის მიხედვით, პირებს, რომლებსაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა რვა წლის განმავლობაში უკვე ეკავათ, ამ თანამდებობაზე ვეღარ აირჩევენ.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრი ვალდებული იქნება, თანამდებობა დატოვოს, საერთო ჯამში, რვა წლის ან ორი ვადის ამოწურვის შემდეგ.

როგორც „როიტერი“ წერს, ცვლილებები ასევე გზას უხსნის სუვერენიტეტის დაცვის სამსახურის გაუქმებას. „როიტერის“ ცნობით, აღნიშნული ორგანო ვიქტორ ორბანის ხელისუფლებამ 2023 წელს შექმნა და ის იმ მედიასაშუალებების სიებს ადგენდა, რომლებიც უნგრეთის სუვერენიტეტისთვის „საფრთხედ“ მიიჩნეოდნენ.

ცნობისთვის, ამჟამად უნგრეთის კონსტიტუციაში პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ვადების შესახებ შეზღუდვა არ არსებობს.

იტვირთბა....