კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ფსკერის ფსკერს ყოველ განცხადებასა და ქმედებაში სცდება, – ამის შესახებ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 26 მაისს ხალხმრავლობით კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ქვეყნის შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოში უნდა მიიღებოდეს.
„26 მაისს ქართველ ხალხთან ერთად ქვეყნის დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ. კიდევ ერთხელ, ხალხმრავლობით დავადასტურებთ, რომ ქვეყნის შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოში უნდა მიიღებოდეს. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ შეიძლება, იქამდე მივიდეს, რომ ჯარისკაცები, რომლებიც ფიცს დადებენ, შეიძლება, საკუთარ მომხრეებად გაასაღონ. ჯარისკაცების მიმართ პატივისცემას კიდევ ერთხელ ვადასტურებ. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ფსკერის ფსკერს ყოველ განცხადებასა და ქმედებაში სცდება“, – განაცხადა გორდულაძემ.

