გერმანიის ქალაქ მიუნჰენში მომხდარი სროლის შედეგად, გარდაცვლილთა რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა.
გერმანიის მთავრობამ ბერლინში საგანგებო შეხვედრა გამართა, სადაც მიუნჰენის გარშემო უსაფრთხოების ზომების გაძლიერების შესახებ იმსჯელეს.
დაკარგული მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად პოლიციაში სპეციალური ნომერი ამოქმედდა: 0800 7766350. ინფორმაცია გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ და თურქულ ენებზეა ხელმისაწვდომი.
უკავშირდება თუ არა მომხდარი თავდასხმა დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“, ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ კეთდება.
სამი ეჭვმიტანილის დასაკავებლად, ქალაქში ამ დრომდე მასობრივი სპეცოპერაცია მიმდინარეობს.