ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მკვიდრი, 29 წლის ნიკოლოზ წიკლაური დააკავეს.
ადგილობრივების განცხადებით, წიკლაურის დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც იგი ე.წ. საზღვრის სიახლოვეს პირუტყვს მწყემსავდა.
ამ დროისათვის წიკლაური ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.