გორის რაიონის სოფელ ტირძნისში არის სახლი, რომელსაც ტრაგიკული ისტორია უკავშირდება. სახლი ბევრჯერ გაიყიდა და ვინც კი დასახლდა, ბედნიერი და გახარებული არავინ უნახავთ. უფრო მეტიც, ყოველ შვიდ წელში, იქ მცხოვრები ოჯახის ერთ–ერთი წევრი იღუპებოდა. ამ უცნაურ მოვლენას ვერც სოფლის მცხოვრებნი და ვერც ოჯახის წევრები ვერაფრით ხსნიან. მხოლოდ იმ საზარელ ცნობას ეყრდნობიან, რომელიც ამ სახლის პირველ მცხოვრებთ – დიდი ხნის უშვილო ცოლ–ქმარს გადახდა… იდუმალებით მოცულ სახლში ოც წელზე მეტია, გიკაშვილების ოჯახი ცხოვრობს. მიუხედავად მეზობლების გაფრთხილებისა, ოჯახის უფროსმა ეს ყოველივე არ დაიჯერა და სახლი სამოსახლოდ შეიძინა. დასახლებიდან რამდენიმე თვეში ოჯახის დიასახლისი გარდაიცვალა. შვიდ წელში დაიღუპა შვილი, ხოლო შემდეგ – მამა. სახლში რძალი და შვილიშვილები დარჩნენ. როგორც ქალბატონი ლალი ამბობს, მამამთილის დაღუპვიდან ექვსი წელი გავიდა, მალე მეშვიდე წელი დაიწყება, რომელსაც შიშით შეჰყურებს… რამდენიმე წლის წინ, ამ სახლის ჭიშკარზე მაცხოვარი გამოისახა. სასწაულის სანახავად თვეების განმავლობაში უამრავი ადამიანი იყრიდა თავს. უფრო დაწვრილებით ამ სახლის ისტორიისა და ფაქტების შესახებ, ქალბატონი ლალი დემურიძე გვესაუბრა.
იტვირთბა....