ოკუპირებულ აფხაზეთში რეფერენდუმი, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით დაიგეგმა, ვერ შედგა.
ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რეფერენდუმში 1628 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, შესაბამისად აფხაზეთის მცხოვრებლების 1,23%-მა. ამიტომ რეფერენდუმი ოფიციალურად არშემდგარად ჩაითვალა.
კერძოდ, რეფერენდუმში მონაწალეთაგან ვადამდელი „საპრეზიდენტო არჩევნების“ ჩატარებას 46,07%-მა დაუჭირა მხარი, 46,74%-მა კი -წინააღმდეგ წავიდა. 117 ბიულეტენი გაბათილდა.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ოპოზიცია რეფერენდუმის ჩაშლაში ადანაშაულებს.