ჩვენ გვაქვს მაქსიმალურად ჯანსაღი ეკონომიკური პოლიტიკა, ამის ნაწილია – დამოკიდებულება კერძო სექტორის მიმართ. საქართველო ყველა მიმართულებით არის მოწინავე, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ ვუსწრებთ არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას ყველა ეკონომიკური პარამეტრით, რაც დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესთან. აქედან გამომდინარე, ეს რეიტინგი არის აბსოლუტურად ლოგიკური“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ჩენდლერის ინსტიტუტმა კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, კერძო სექტორის განმავითარებელი მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო ოცეულშია. ანგარიშის თანახმად, საქართველო ასწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 17 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ხორვატია, საბერძნეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი, თურქეთი.

