„ლეიბორისტული პარტიის“ აბსოლუტურმა უმრავლესობამ კირ სტარმერის შემცვლელად მანჩესტერის ყოფილი მერი, ენდი ბერნემი დაასახელა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ბერნემის განაცხადს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერობაზე მხარი 402 „ლეიბორისტი“ დეპუტატიდან 322-მა დაუჭირა, რის ფონზეც ის ამ დროისთვის ერთადერთ ოფიციალურად წარდგენილ კანდიდატად რჩება.
ამ შედეგით მას მხოლოდ ერთი ხმა აკლდება 323 ხმამდე, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ კონკურენტისთვის მის წინააღმდეგ კენჭისყრა მათემატიკურად შეუძლებელი გახდეს. იმ შემთხვევაში თუ ბერნემმს წინააღმდეგობას არავინ გაუწევს, შემდეგ კვირას ის „ლეიბორისტების“ ლიდერად გამოცხადდება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 20 ივლისს დაიკავებს.
ბერნემის განცხადებით ის ‘’ძალიან მადლიერია’’ მათი, ვინც ის პარტიის ლიდერად დაასახელა. მისი თქმით, პარტიაში მხარს უჭერენ და ეს მხარდაჭერა ასახავს საერთო რწმენას, რომ „ბრიტანეთს ახალი პოლიტიკური მიდგომა სჭირდება’’.
კანდიდატებს მომავალი კვირის ოთხშაბათამდე აქვთ დრო, რომ ამ მარათონში ჩაებან და „ლეიბორისტული პარტიის“ დეპუტატების 81 ხმა მოიპოვონ მხარდაჭერისათვის. თუ ბერნემი 323 ხმას მოაგროვებს, კონკურენტები 81 ხმიან ბარიერს ფიზიკურად ვეღარ გადალახავენ. გარდა ამისა ბერმენს, დასჭირდება პარტიასთან ასოცირებული 31 სოციალისტური საზოგადოებიდან და პროფკავშირიდან მინიმუმ სამის მხარდაჭერაც, რაც სავარაუდოდ მხოლოდ ფორმალობა იქნება.
ზოგიერთი დეპუტატის განცხადებით, მათ ხუთშაბათს ხმის მიცემა ვერ შეძლეს, თუმცა ბერნემს მხარს პარლამენტში დაბრუნებისთანავე დაუჭერენ. ასევე, რამდენიმე პარლამენტის წევრმა უკვე თავიანთ სოციალურ მედიაზე დაადასტურეს, რომ ისინი ყოფილი მერის წარდგენას აპირებენ. ბერნემმა აღნიშნა, რომ ‘’იმედია მესამედ მაინც გაუმართლებს’’ ცნობისათვის, მან უკვე ორჯერ, 2010 და 2015 წლებში სცადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერის პოსტზე ბედი.
შეგახსენებთ, ენდი ბერნემმა მეიკერფილდში რამდენიმე კვირის წინ ჩატარებულ შუალედურ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. იმ დღეს, როცა მან, როგორც პარლამენტის წევრმა, ფიცი დადო, კირ სტარმერმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. სტრატერმა გამოსამშვიდობებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ უკვე მიიღო პასუხი კითხვაზე, არის თუ არა ის ‘’ ყველაზე შესაფერისი ფიგურა, რათა პარტიას მoმავალ საპარლამენტო არჩევნებზე გაუძღვეს’’. კირ სტრამერი აცხადებს, რომ ბერნემი კარგი პრემიერ-მინისტრი იქნება.

