ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ახალქალაქში, 5 წლის ბავშვი გაგუდეს, დედას და მის კიდევ 2 შვილს ბლაგვი საგნის სასიკვდილო ჭრილობა აქვთ

ახალქალაქში 37 წლის ქალისა და მისი სამი არასრულწლოვანი შვილის ცხედრები (5, 16 და 18 წლის) იპოვეს. სახლში მხოლოდ ქალი და მისი შვილები ცხოვრობდნენ, ოჯახის უფროსი კი რუსეთში სამუშაოდ იმყოფება. ინფორმაციას მკვლელობის შესახებ ”რუსთავი 2” ავრცელებს.

მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ცხედრები ნინოწმინდის რაიონული ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც გვამებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ.

როგორც ირკვევა, შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა, ცხედრები მეზობლებმა აღმოაჩინეს.
დედასა და უფროს გოგონებს სავარაუდოდ თავის არეში აქვთ ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული. უმცროსი, 5 წლის ბიჭი კი გაგუდულია. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მომხდარის შესახებ სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

იტვირთბა....