ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა კულტურა მთავარი საზოგადოება

პეკინში ქართული ღვინის და ჩინურ-ქართული ფოლკლორის დღე აღინიშნა

პეკინში ქართული ღვინისა და ჩინურ-ქართული ფოლკლორის დღე „საქართველო – ღვინის სამშობლო, მეღვინეობის 8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია“ აღინიშნა.

ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის კომპანიების („თელედა“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „კახური ღვინის მარანი“, „შალვინო“, „ტიფლის კივინ ნი პოგრები“, „მეღვინეობა ხარება“ და „თელავის ღვინის მარანი“) 30 სახეობის 100-მდე ბოთლი ღვინო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით ჩინეთში ექსპორტირებულია 1 242 523 ბოთლი ღვინო, რაც 106%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2015 წელიგან საკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით – ზრდამ 2014 წელთან შედარებით 122%-სმიაღწია, ექსპორტმა ჯამში 2 672 154 ბოთლი (0,75ლ) შეადგინა. ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილი დაიმკვიდრა რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ.

იტვირთბა....