“თავისუფალი დემოკრატები” თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქციას მართავენ. პარტიის მხარდამჭერები “კაბელების საქმეზე” საქალაქო სასამართლოს განაჩენს აპროტესტებენ და მეორე ინსტანციას ობიექტურობისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს სასამართლომ 7-7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

