აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ირანი თავს დაესხა ქუვეითში ელექტროენერგიის გენერაციისა და წყლის გამტკნარების სადგურს, ქვეყნის არმიის ობიექტებზე თავდასხმის შედეგად კი სახმელეთო ჯარების რამდენიმე ჯარისკაცი დაშავდა

ირანი თავს დაესხა ქუვეითში ელექტროენერგიის გენერაციისა და წყლის გამტკნარების სადგურს, რის შედეგადაც მის ერთ-ერთ კომპონენტში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქვეყნის ელექტროენერგიის, წყლისა და განახლებადი ენერგიის სამინისტრომ განაცხადა, რომ სადგურისა და მისი თანამშრომლების დასაცავად და ელექტროქსელის სტაბილურობის შესანარჩუნებლად რამდენიმე გენერატორი გაითიშა.

სამინისტრომ მოქალაქეებს მოუწოდა, დაზოგონ ელექტროენერგია, განსაკუთრებით დილის 11 საათიდან საღამოს 5 საათამდე, რათა შეამცირონ ქსელზე დატვირთვა. ქუვეითის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, ირანმა თავდასხმისთვის დრონები და რაკეტები გამოიყენა.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდასხმის სამიზნე გახდა ქუვეითის არმიის ობიექტები, რა დროსაც ქუვეთის არმიის სახმელეთო ჯარების რამდენიმე ჯარისკაცი დაშავდა.

იტვირთბა....