აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ირანის ჯანდაცვის სამინისტრო – გასული დღის განმავლობაში აშშ-ის დარტყმების შედეგად ირანში სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა

გასული დღის განმავლობაში, აშშ-ის დარტყმების შედეგად, ირანში სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, რის შედეგადაც, ზავის დარღვევიდან დღემდე, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 50-ს მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი” ირანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, 27 ივნისიდან, როდესაც რეგიონში მოქმედი ზავი დაირღვა, აშშ-ის იერიშების შედეგად, სულ მცირე, 500 ადამიანი დაშავდა.

ამასთან, ჰოსეინ კერმანპურის განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაღუპულთა შორის ხუთი ქალი და ორი ბავშვია.

იტვირთბა....