აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პეტერ მადიარი მომხრეა, რომ უნგრეთის არჩევნებში მონაწილეობის ასაკი 16 წლამდე შემცირდეს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი მხარს უჭერს არჩევნებში მონაწილეობის ასაკობრივი ზღვრის 16 წლამდე შემცირებას.

მადიარის თქმით, მას ახარებს, რომ პოლიტიკითა და საზოგადოებრივი ცხოვრებით დაინტერესება კვლავ აქტუალური გახდა და ახალგაზრდებიც გრძნობენ, რომ საზოგადოებრივ საქმეებში მათი ხმაც მნიშვნელოვანია.

„დარწმუნებული ვარ, რომ დღეს 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობა საკმარისად მომზადებული და ინფორმირებულია, რომ საერთო გადაწყვეტილებების მიღებაში შეძლოს მონაწილეობა. ჩემი მხრივ, კონსტიტუციის შემუშავების პროცესში მხარს დავუჭერდი საარჩევნო ასაკის 16 წლამდე შემცირებას“, – წერს მადიარი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, უნგრეთში დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ხმის მიცემის ზოგადი მინიმალური ასაკი 18 წელია. საარჩევნო უფლება აქვს უნგრეთის ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღისთვის შეუსრულა 18 წელი. თუმცა უნგრეთის კანონმდებლობაში გათვალისწინებულია ერთი გამონაკლისი, რომელიც ეხება ქორწინებაში მყოფ 16 ან 17 წლის არასრულწლოვნებს, რომლებიც იურიდიულად სრულწლოვანად (ემანსიპირებულად) ითვლებიან.

იტვირთბა....