აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სურს, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ისევ აშშ-ში ჩატარება, ამჯერად კანადისა და მექსიკის გარეშე

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ისევ აშშ-ში სურს, თუმცა ამჯერად კანადისა და მექსიკის გარეშე.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი შეაქო და თქვა, რომ ბრწყინვალედ ითამაშა.

„და ეს შესანიშნავი მოთამაშეები, როგორც ჩანს, ამას არაერთხელ აკეთებენ. ისინი უბრალოდ იბადებიან რაღაც განსაკუთრებულით. ვიცი, რონალდო ერთ-ერთი მათგანია. მას წლების განმავლობაში ვიცნობ, შესანიშნავი ბიჭია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ინგლისის საფექხბურთო ნაკრების ტაქტიკა ნახევარფინალურ შეხვედრაში.

„ინგლისში გყავთ შესანიშნავი მოთამაშე, რომელთანაც გოლფი ვითამაშე, იცით ეს, არა? და ეს ჰარია, რომელიც ფანტასტიკურია. ვფიქრობ, შესაძლოა, შეცდომა დაუშვეს, როდესაც ის მცველად აქციეს. რა ვიცი ფეხბურთის შესახებ? ისინი დაწინაურდნენ და აიყვანეს თავიანთი საუკეთესო მოთამაშე და შემდეგ დაცვაში გადაიყვანეს. შემდეგ როგორღაც, იცით, ცოტა შეტევაშიც უნდა ვიყოთ, არა?“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

იტვირთბა....