ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ოთარ ბერძენიშვილის დაკითხვა დაიწყო: რატომ დაიხურა ნაწილობრივ მაგდა პაპიძის პროცესი

მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესი გრძელდება.  ბრალდებულის მეგობარი მამაკაცის, ოთარ ბერძენიშვილის დაკითხვა დაიწყო. ბრალდების მხარემ მოითხოვა, რომ ბერძენიშვილის დაკითხვისას სასამართლო სხდომა ნაწილობრივ დახურულიყო, პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით. კერძოდ კი, პირადი შეტყობინებების გამოქვეყნების გამო.

სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა. დარბაზში მხოლოდ ბრალლდების და დაცვის მხარეები რჩებიან.

ამ ეტაპზე სასამართლო პროცესში ნახევარსაათიანი შესვენება დაიწყო. დაცვის მხარემ დატოვა დარბაზი. ბერძენიშვილის დაკითხვა შესვენების მერე დაიწყება.

როგორც დაცვის მხარე ამბობს, სავარაუდოდ სხვა მოწმეების დაკითხვა  ვეღარ მოესწრება.

შეგახსენებთ, რომ დღეს მიმდინარეობს პაპიძის საქმეზე მოწმეების დაკითხვა ბრალდების მხრიდან.

შეგახსენებთ, მაგდა პაპიძეს ქმრისა და შვილის მკვლელობა ბრალდება.

იტვირთბა....