ნატო პოლონეთის ტერიტორიაზე სამხედრო კონტიგენტს განათავსებს, – ამის შესახებ The Wall Street Journal ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილეზე დაყრდნობით წერს.
სტატიაში ნათქვამია, რომ ამ საკითხზე პოლონეთის ხელისუფლებამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან თანხმობა უკვე მიიღო.
კონტინტენტის შემადგენლობა ჯერ-ჯერობით არ სახელდება. თუმცა, გავრცელებული ცნობით, ამ გადაწყვეტილებას ივლისში ნატოს ვარშავის სამიტზე გამოაცხადებენ.
ამ დროისთვის პოლონეთში ალიანსის მასშტაბური სამხედრო სწავლება სახელწოდებით “ანაკონდა” მიმდინარეობს. მანევრებში ნატოს 30 ათასზე მეტი ჯარისკაცია ჩართული.