ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დამასკოში შიიტების სალოცავთან ორი აფეთქება მოხდა

სირიის დედაქალაქ დამასკოს გარეუბანში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაცილებით დიდია.

ტერაქტი შიიტების მავზოლეუმთან ახლოს განხორციელდა, რომელიც ექსტრემისტების სამიზნე არაერთხელ გამხდარა.

პირველი აფეთქება მანქანაში დამონტაჟებულმა დეტონატორმა გამოიწვია, მეორე კი თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

Reuters-ის ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

 

იტვირთბა....