ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

წულუკიანი რუსთავი2-ის საქმეზე: წარმოდგენა არ მაქვს რა დევს საქმეში

„წარმოდგენა არა მაქვს, რა დევს საქმეში და არც ის ვიცი, რომელი მოსამართლე გარეგნულად როგორ გამოიყურება და ვის რა სახელი ჰქვია,“ – ასე პასუხობს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, მისი მისამართით არსებულ ბრალდებებს.

მინისტრის თქმით  სააპელაციო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებასა და ხელისუფლების მხრიდან არსებულ ბრალდებებზე მის წინააღმდეგ გამოთქმული ნებისმიერი განცხადება უსამართლოა.

„წარმოდგენა არა მაქვს, რა დევს საქმეში და არც ის ვიცი, რომელი მოსამართლე გარეგნულად როგორ გამოიყურება და ვის რა სახელი ჰქვია. მე პატივს ვცემ იმ სასამართლოს, რომელიც დღეს არსებობს. ბატონ ნიკას, მე ბევრჯერ ვთქვი, ამ ემოციურ ფონზე შეუძლია, ძალიან ბევრი რამ დამაბრალოს. სასამართლო გადაწყვეტილება, ერთადერთი, რაც მედიაში გამოქვეყნდა რამდენიმე თვის წინ ვნახე და ჩემი აზრიც ვთქვი, რომ რაღაც ფილოსოფიურ დოქტრინას უფრო ჰგავდა, ვიდრე სასამართლოს მოტივირებულ გადაწყვეტილებას. სასამართლო არის ჩემგან დამოუკიდებელი. ამისთვის ვიბრძოდი მე მრავალი წელი და ეს მიღწეულია,“ – აცხადებს  თეა წულუკიანი.

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 10 ივნისს, ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის წილების ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებასთან დაკავშირებით.

იტვირთბა....