რუსი ოკუპანტების მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის გატაცების მორიგი ფაქტი შიდა ქართლში. გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მკვიდრი მამა-შვილი ე.წ მესაზღვრეებმა საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე ტერიტორიიდან დღეს დილით წაიყვანეს. ისინი საქონელს მწყემსავდნენ.
სავარაუდოდ, დაკავებულებს ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებენ.
მსგავსი ფაქტები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა. ბოლო ორი დღის განმავლობაში ეს გატაცების უკვე მეოთხე შემთხვევაა.