მოსკოვში უკრაინის საელჩოს თავს დაესხნენ. 200-მდე დემონსტრანტმა დიპლომატიური მისიის შენობას კვერცხები და სხვადასხვა საგნები დაუშინა, შემდეგ კი მიიმალა.
აქციის დროს ადგილზე მხოლოდ საელჩოს დაცვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომლებიც მომხდარში არ ჩარეულან. შესაბამისად, სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ.
უცნობია უკრაინის საელჩოზე თავდასხმის მიზეზიც, თუმცა რამდენიმე საათით ადრე ანალოგიური აქცია ოდესაში, მოსკოვის საკონსულოსთანაც გაიმართა, სადაც რუსეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო.