საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 15 ივნისს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება.
ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პრემიერის გერმანიაში ვიზიტი 15-16 ივნისს გაიმართება.
გიორგი კვირიკაშვილისა და ანგელა მერკელის შეხვედრაზე განსახილველ თემებს შორისაა საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ვიზალიბერალიზაციის საკითხი.
შეხვედრის შემდეგ პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.