ძლიერმა სეტყვამ და ქარიშხალმა ლაგოდეხის რაიონის სოფლები დააზარალა. განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობაა ჭაბუკიანსა და ონანაურში, სადაც 200 ჰექტრამდე ვენახი განადგურდა. დაზიანებულია ერთწლიანი კულტურა, ბოსტნეული და საზამთროს ბაღები.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გამოყენებული იყო სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, თუმცა მოსავლის სრულად გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გია გაფრინდაშვილმა კი განმარტა, რომ სადაზღვეო კომპანიას უკვე მიაწოდეს მომხდარის შესახებ ინფორმაცია:
“5 დღის განმავლობაში მოვა სპეციალური კომისია და შეაფასებს ზარალს, რომლის მიხედვითაც გადაუხდიან თანხას”.