ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კვირიკაშვილი ანგელა მერკელს შეხვდება

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 15 ივნისს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება. ამის შესახებ პრემიერის პრესსამსახურში აცხადებენ.

როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 15-16 ივნისს გაიმართება.

გიორგი კვირიკაშვილისა და ანგელა მერკელის შეხვედრაზე განსახილველ თემებს შორისაა საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ვიზალიბერალიზაციის საკითხი. შეხვედრის შემდეგ პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.

იტვირთბა....