მსახიობი და ტელესახე შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევას 20 000 ლარი გადაურიცხეს:
“დღეს ევას რეაბილიტაციისთვის ჩაურიცხეს 20 000 ლარი. მადლობა დეველოპერული კომპანია სვეტი”, – წერს შორენა.
შეგახსენებთ, რომ ევა ბარბაქაძეს თურქეთში ორი უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა. ევას მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება.