ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ივანიშვილის პრესსამსახურის უფროსი “რუსთავი 2”-ზე: სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანია.

ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის უფროსი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდეს “რუსთავი 2” სამართლიანია.

“2012 წელს ნაციონალებისგან წართმეული “ტვ იმედი” დაუბრუნდა მის მფლობელს, პატარკაციშვილების ოჯახს. 4 წლის შემდეგ “რუსთავი 2″ უბრუნდება ქიბარ ხალვაშს. საინტერესოა, რას იზამენ ხალვაშამდელი მფლობელები დვალი და აქიმიძე. მოითხოვენ ნეტა თუ მორიგდებიან ხალვაშთან?” – წერს უძილაური.

იტვირთბა....