ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასამართლო დარბაზიდან: რას მოითხოვს მაგდა პაპიძე

ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე იმ პირთა ვინაობის გასაჯაროებას ითხოვს, რომლებმაც მისი თქმით დაპატიმრების პირველ დღეს სცემეს. შესაბამისი განცხადება მაგდა პაპიძემ დღეს, სასამართლო სხდომაზე გააკეთა.

პაპიძე ამბობს, რომ მან არ იცის ამ ადამიანების სახელი და გვარები, თუმცა მათ ამოცნობას შეძლებს.

პროცესის დასასრულს კომენტარი პაპიძის ადვოკატმა ირმა ბერიძემაც გააკეთა.

“გამოძიებას არ აქვს საკმარისი მტკიცებულებები, რომ მკვლელობა მაგდა პაპიძის ჩადენილია. ბუნებრივია, ამ ეტაპზე მოწმეების ვიანობას ვერ გავახმაურებ, ეს მოწმეები პროცესზე დააფიქსირებენ თავის პოზიციას, რომ ის დივანზე, რომელზეც ბრალდება თავის ბრალს აგებს, მათ თვალწინ ახადეს და მასზე სისხლის კვალი არ იყო”. – აცხადებს „მეტრონომთან“ ადვოკატი.

შეგახსენებთ, მაგდა პაპიძე 20 დეკემბერს, დიღმის მასივში ახალგაზრდა მამაკაცისა და არასრულწლოვანი ბავშვის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

იტვირთბა....