ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა „Wiener Zeitung“-ს ინტერვიუ მისცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ინტერვიუ ავსტრიულ გამოცემა „Wiener Zeitung“-ს მისცა. ქვეყნის პირველი დიპლომატი  ინტერვიუში საქართველოს დასავლურ კურს უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ევროინტეგრაციის მომხრეა.

„ქართველი ხალხის სურვილი ყოველთვის გახლდათ თავისუფალი სამყაროს ნაწილად ყოფნა. საქართველო გეოგრაფიულად ყოველთვის იყო და იქნება ევროპის ნაწილი. ჩვენ ამჯერად გვსურს ევროპას ინსტიტუციონალურადაც ვეკუთვნოდეთ. ჩვენ გვწამს, რომ იმ რეფორმებით, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განვახორციელეთ, ქვეყანას ვაძლიერებთ. ჩვენთვის საკითხი შემდეგნაირად დგას, გვსურს იმ ქვეყნების ჯგუფს ვეკუთვნოდით, რომლებთანაც ერთი და იგივე ფასეულობები და ინტერსები გვექნება. ამ კურსს მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობაც: გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 85 %-ს სურს ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია. ადამიანებს თავისუფლების ევროპული მოდელის მცნების და ევროპული ფასეულობების სჯერათ“. – ამბობს ჯანელიძე.

 

იტვირთბა....