ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალს შეხვდა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ნატოს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის ხელმძღვანელს, გენერალ დენის მერსიეს შეხვდა. შეხვედრის ძირითადი თემები საქართველოს ნატოში ინტეგრაცია და ვარშავის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები იყო. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველო შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს სამიტიდან სასურველი შედეგების მისაღებად.

როგორც ნატოს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველოსთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი და მოთხოვნა აქტიურად განიხილება.

ხიდაშელის განცხადებით, ვარშავის სამიტამდე მეტად მცირე დროა დარჩენილი და საჭიროა, მხარეებმა საბოლოოდ დააზუსტონ მოლოდინები და სურვილები.

“ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც აძლიერებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და მისი კიდევ უფრო წარმატებით და დროული განხორციელება – ეს იყო ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა. საქართველო, თავისი შესაძლებლობის გათვალისწინებით, მაქსიმუმს აკეთებს, რომ პარტნიორებს კიდევ უფრო გაუადვილოს ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის საჭირო და მნიშვნელოვან თემებზე გადაწყვეტილების მიღება”. – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

იტვირთბა....