ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„როგორ შევლენ ტელეკომპანიაში, სპეცრაზმით“? – ინგა გრიგოლია განცხადებას აქვეყნებს

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„გამიკვირდა? – არ გამიკვირდა სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, ველოდი ამ ფინალს სააპელაციოში.. ახლა, საინტერესოა, რას იზამს გვენეტაძის უზენაესი სასამართლო და კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ წარმოუდგენიათ ტელეკომპანიაში შესვლა ახალ მეპატრონეებს.. სპეცრაზმით?? ჩემი სოლიდარობა „რუსთავი ორის“ ჟურნალისტებს, მაგარ პროფესიონალებს და ჩემს მეგობრებს“. – წერს გრიგოლია.

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება “რუსთავი 2”-ის წილების ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებასთან დაკავშირებით.

იტვირთბა....