ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ტახტზე, სადაც ჩემი ქმარი მკვდარი იპოვეს, ფიზიკურად ვერ დაეტეოდა”: მაგდა პაპიძე დეტალებს ყვება

“ოთარ ბერძენიშვილი და მე ვიყავით დიდი ხნის მეგობრები. ჩვენ არ ვყოფილვართ ერთად. არ ვაპირებდით ერთად ცხოვრებას. მოვა ეს ადამიანი მოწმის სახით დაკითხვაზე და თავად მოისმენთ მისგან” – ასეთი განცხადება გააკეთა რამდენიმე წუთის წინ მაგდა პაპიძემ თავის გამოსვლაში სასამართლო პროცესზე.

მისი თქმით, ტახტი, რომელზეც გამოძიების ვერსიით მკვლელობა მოხდა, თავად ძლივს ეტეოდა და ფიზიკურად მისი მეუღლე იმ ტახტზე ვერ დაეტეოდა.

დღევანდელი სასამართლო პროცესი მაგდა პაპიძის სიტყვით დასრულდა. მოსამართლემ მორიგი პროცესი 13 ივნისისთვის გადადო.

შეგახსენებთ, მაგდა პაპიძეს ქმრისა და შვილის მკვლელობა ბრალდება.

იტვირთბა....