aviabiletebi
ვიდეო საზოგადოება

მილიარდერის ქორწილში: „ეგრევე მოვეწონე“ – ქეთა თოფურია ადამ ლევინზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

სომეხი მილიარდერისა და ქართველი გოგონას ქორწილს, რომელიც მოსკოვში გაიმართა, ქეთა თოფურიაც ესწრებოდა. ქორწილში ამერიკულმა პოპ-ჯგუფმა maroon 5-მა იმღერა. ამის ამსახველი ვიდეო ქეთამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წარწერით: “მაშინვე მოვეწონე, ხელს მიქნევს” – წერს ქეთა.

ცნობისთვის,  Maroon 5-მა მოსკოვში მილიარდერ სამველ კარაპეტიანის ვაჟის, 23 წლის სარკის კარაპეტიანისა და მისი 25 წლის მეუღლის სალომე კინწურაშვილის ქორწილში იმღერა.

ძვირადღირებულ ცერემონიას 500 კაცი ესწრებოდა. საქორწინო ტორტი სიმაღლით ჭერს სწვდებოდა. რუსული მედიის ცნობით საქორწინო ცერემონია 2 მილიონი დოლარი დაჯდა.

Maroon 5-თან ერთად ქორწილის სტუმრების განწყობაზე ზრუნავდნენ ვერა ბრეჟნევა, ტიმატი, ფილიპ კირკოროვი, ნიკოლაი ბასკოვი, ვალერი მელაძე, დიმა ბილანი, სოფია როტარუ, გრეგორი ლეპსი და ალა პუგაჩოვა.

ქართველი ლამაზმანი, რომელიც სომეხი მილიარდერის ვაჟზე გათხოვდა მოსკოვში ბიზნესითაა დაკავებული და ინტერნეტი მაღაზია buy-by-me.ru-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და მფლობელია. აღნიშნული კომპანია მან მეგობრებთან იანა დემიდოვიჩთან და ვიკტორია კლინოვსკაიასთან ერთად დაარსა და წარმატებასაც მათთან ერთად მიაღწია.

https://www.youtube.com/watch?v=P64dscCpLLg

1

2

იტვირთბა....