aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს თბილისის 7 რაიონს ელექტრომომარაგება შეუწყდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება გლდანის, სამგორის, ნაძალადევის, ისნის, დიდუბის, ჩუღურეთის და საბურთალოს რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

გლდანის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის, გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, აეროპორტის დასახლების, სამხედრო დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, ქინძმარაულის, ჩხავერის, საფერავის, ქიზიყის, ხვედელიანის, ქებურიას, რკინიგზის, შანშიაშვილის, იუმაშევის და ჭირნახულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის, ანაპის 144-ე დივიზიის, რომელაშვილის, ახალდაბის, მოლითის, არალეთის და ბჟოლეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ვაზისუბნის I მიკრორაიონის, ვაზისუბნის დასახლების, სამხედრო ქალაქის, ქეთევან დედოფლის გამზირის, ალვანის, ცუცქირიძის, ლომოურის, სამოქალაქოს, შემოვლის, აბდუშელიშვილის, კარდანახის, საექიმოს, რიჩარდ ჰოლბრუკის, ნავთლუღის, დოდაშვილის, ბერი გაბრიელ სალოსის და ჭრელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, ბაქრაძის, ბათუმის, ყიფიანის, ევდოშვილის, ქუთაისის, აგლაძის, ხოშარაულის და კერესელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, სანკტ-პეტერბურგის და მარჯანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, პეკინის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III კვარტლის, ზემო ვეძისის დასახლების, მიცკევიჩის, კუტუზოვის, გამრეკელის, გაზაფხულის, ნუცუბიძის, შავგულიძის, ნადარეიშვილის, ვახტანგ ჩიქოვანის, მეგრელაძის, დელისის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

იტვირთბა....