aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება სამართალი

“სისხლიდან სამოქალაქოში გადაყვანას აუცილებლად ჭირდება დოკუმენტი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

მოსამართლე შორენა ყაველაშვილის საკითხზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წერილს გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე. მამუკა ახვლედიანის განმარტებით, სისხლის სამართლის კოლეგიიდან სამოქალაქო სამართლის კოლეგიაში მოსამართლის გადაყვანას სჭირდება შესაბამისი დოკუმენტი ასევე კოლეგიის შემადგენლობის შეცვლას.

რამდენიმე თვის წინ მამუკა ახვლედიანი სწორედ იმ მიზეზით გაათავისუფლეს, რომ მან სხვადასხვა კოლეგიის მოსამართლეებს უფლება მისცა განეხილათ სხვადასხვა სპეციალობის საქმეები.

“სისხლიდან სამოქალაქოში გადაყვანას აუცილებლად ჭირდება დოკუმენტი და კოლეგიის შემადგენლობაში მოსამართლის შეცვლასაც აუცილებლად ჭირდება დოკუმენტი. მაინტერესებს რომელ კანონზე დაყრდნობით გამოიტანა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ ეს გადაწყვეტილება და ზუსტად ანალოგიური ხდება უზენაეს სასამართლოში. თუ ამის გაკეთების უფლება აქვს სასამართლოს თავმჯდომარეს, ამ შემთხვევაში, მე რა საფუძვლით გადამაყენა იუსტიციის საბჭომ. ამ ადამიანებს სახე არ აქვთ, მითუმეტეს დღევანდელ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. მათ რაც ჭირდებათ და რა დროს რა უნდათ, ისე იქცევიან. მათ არც სახელმწიფო აინტერესებთ, არ კანონი. ინტერესის სფერო აქვთ მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა.“ – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მქონე მოსამართლეს სამოქალაქო დავის განხილვის უფლება არ აქვს.

იტვირთბა....