სკოლის გამოსაშვები გამოცდები 16-17 ივნისს დამატებით დაინიშნა. -ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანება დღეს გამოქვეყნდა.
განცხადების მიხედვით, გამოცდები იმ მოსწავლეებისთვის დაინიშნა, რომლებიც ობიექტური მიზეზით სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე ვერ გამოცხადდნენ.
ბრძანება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ გვერდზეა განთავსებული.