ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

გვარამია ბესელიას პასუხობს: „ტუალეტშიც გისმენენ“

 

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ეკა ბესელიას განცხადებას უპასუხა, რომელშიც უმრავლესობის წევრმა გვარამია საკონსტიტუციოს სასამართლოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაში დაადანაშაულა.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თქმით, მას მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს იმედი აქვს, რომ სამართლიან გაადწყვეტილებას მიიღებს. მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკაში სწორედ ეკა ბესელია რთავს.

“რა შუაშია პოლიტიკაში ჩართვა, ეს არის ერთადერთი დემოკრატიული კუნძული, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკაში ქალბატონი ბესელია რთავს, რომელიც მის წინააღმდეგ კანონებს იღებს, თან პოლიტიკურად მოტივირებულ კანონებს, რომელიც ფარულ კომუნიკაციას აწარმოებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ტურავასთან, რომელმაც არ უარყო. არ შეიძლება რომ მას ჰქონდეს კომუნიკაცია. ახსოვდეს ქალბატონ ბესელიასაც და წულუკიანსაც, რომ იუსტიციის სამინისტროში უამრავი ადამიანი მუშაობს, რომელიც ჩემი მიყვანილია იქ, რომელსაც ყურები და თვალები აქვს, ისმენენ ბესელიას საუბრებს, მათ შორის ტუალეტებში, “მერაბ გამარჯობა ყველაფერი წესრიგშია კოლეგიაში, თეას ახლა აინტერესებს რა ხდება საკონსტიტუციოში,” ამას თავის ყურით ისმენენ, მათ შორის ტუალეტის კაბინებიდან ნათქვამსაც,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

იტვირთბა....