“რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ბრალდების შესახებ, საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართა საქართველოს პარლამენტში.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ ნიკა გვარამია ცდილობს საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკურ პროცესებში ჩართოს:
“მცდელობა არის აშკარად და ნათლად, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესში. პროცესის ერთ მხარეს კი რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი გვარამია დგას.
ყველა სარჩელი რომელიც არის ნაციონალური მოძრაობის ინტერესის სფეროში, სარჩელები რომელიც შეაქვს ტელეკომპანიას, ან შეტანილი აქვს რატომღაც ხვდება ერთი და იგივე კოლეგიაში და იმ ერთი კოლეგიის სამ მოსამართლესთან. ხომ არ იწვევს ეჭვებს ეს ყველაფერი,”- აცხადებს ბესელია.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიას განცხადებით, მის მიერ მოპოვებული საბუთებით მტკიცდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია, რომელმაც „რუსთავი 2“-ის საქმე განიხილა, არაუფლებამოსილია განიხილოს სამოქალაქო დავა, რადგან მოსამართლეთა კოლეგიის წევრმა შორენა ყაველაშვილმა 2005 წლის 18 ივნისს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩააბარა, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, კანონის თანახმად კი ყავლაშვილს არ ჰქონდა უფლება, ყოფილიყო იმ კოლეგიის შემადგენლობაში, რომელიც „რუსთავი 2“-ის სამოქალაქო დავას იხილავდა.