ახალი ამბები მთავარი სამართალი

ცოლსა და მცირეწლოვან შვილებზე ძალადობაში ბრალდებული მამა დააკავეს

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს და საგარეჯოს რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თითქმის ორთვიანი ძებნის შემდეგ ოჯახურ ძალადობაში დამნაშავე მამაკაცი დააკავეს. 1968 წელს დაბადებული ბახლულ ქ, რომელიც 2016 წლის 26 აპრილიდან დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს მიერ ოჯახში ძალადობის ბრალდებით იძებნებოდა, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თავის მეუღლესა და სამ არასრულწლოვან შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინა.

დაკავებული გადაყვანილია N8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

იტვირთბა....