aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მანქანა ორ ქალბატონს დაეჯახა (ფოტო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, დელისის მეტროსადგურთან, მერსედესის მარკის ავტომანქანა ორ ქალბატონს დაეჯახა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ავტომანქანის მძღოლს ამ წუთებში პატრული ესაუბრება.

„იწვა ქალი, სისხლი მოსდიოდა და ექიმები გადასხმას უკეთებდნენ. შემდეგ წაიყვანეს კლინიკაში. 30 -იდან 40 წლამდე მანდილოსნები იყვნენ. მძღოლი პატრულს ჰყავს დაკავებული. როგორც ამბობენ, სამნი ისხდნენ მანქანაშიო. მე რომ მოვედი, ეს უკვე მომხდარი ფაქტი იყო. ერთი მაშინვე წაიყვანეს, მეორე კი უგონო მდგომარეობაში იყო“- აღნიშნა თვითმხილველმა.

როგორც შსს-ში მეტრონომს განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

ავარია2

ავარია1

ავარია3

იტვირთბა....