საზოგადოება

სოფო ნიჟარაძის მეგობარი ცემის ფაქტზე ახალ დეტალებს ახმაურებს

მომღერალ სოფო ნიჟარაძის ინციდენტის ახალ დეტალებს, სოფოს მეგობარი, ანკა ბუბუკა სოციალურ ქსელში ასაჯაროებს:

 

„ახლა შემოვედი სახლში, ნიუ ჰოსპიტალში ვიყავი. ჩემი სოფო კარგადაა, ჰო პრესას მინდა მივმართო, რომ სანამ ინფორმაციას გაავრცელებენ გაარკვიონ კარგად… გაარკვიონ რა მოხდა. იმედია დამნაშავეს მალე იპოვიან სამართალდამცავი ორაგანოები, გაარკვევენ რა უნდოდა სოფოსგან და შესაბამის სასჯელსაც მიიღებს კანონის შესაბამისად. ძილი ნებისა და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას გისურვებთ, უსაფუძვლო აგრესიის გარეშე!

 

მინდა მივმართო ყველას ჩემ მეგობრებს, არა-მეგობრებს და.ა.შ, ვისაც გუშინდელი ფაქტი დადგმული გგონიათ, ვისაც გგონიათ, რომ ვინმე გაერთო გუშინდელი დღით და.ა.შ ან ძააან ცუდად ხართ და ფსიქიატრის დახმარება გჭირდებათ, ან თქვენ თვითონ ხართ ყველაფერზე წამსვლელები. დაელოდეთ გამოძიებას at least, და ეცით პატივი ადამიანის სულიერ მდგომარეობას!

 

ჰოდა, ნუ დაუჯერებ შენ მაინც თაკო გთხოვ. არც სახეში ჩაურტყამთ და არც დაცვას გაუყვანია არსად ის კაცი. ის კაცი გაიქცა ბევრ ხალხში და ზუსტად ეგ დავწერე წინა სტატუსში და არ შიძლება ადამიანს ესე დააბრალო რომ დადგა თავისი ცემა როცა არ იცი რა მოხდა…” – წერს ანკა.

შეგახსენებთ, რომ მომღერალ სოფო ნიჟარაძეს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ლაივკონცერტის დასრულებისთავე ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოულოდნელად სცენაზე უცნობი მამაკაცი აიჭრა და მომღერალს თავში დაარტყა. დამნაშავე ფილარმონიის დაცვამ სცენიდან გაიყვანა, მართალია გაქცევას ცდილობდა, მაგრამ დაიჭირეს. დამნაშავე დაკავებულია. მას ფსიქიკური პრობლემები აღმოაჩნდა.

იტვირთბა....