აშშ საქართველოსთან სამხედრო სწავლებების ინტენსივობის გაზრდას გეგმავს, თუმცა ქვეყანაში ჯარების განთავსებას არ აპირებს, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა განაცხადა.
“ჩვენ არ გვაქვს გეგმები, განვათავსოთ იქ ჯარი მუდმივად, თუმცა ვაპირებთ, რომ ჩვენი სწავლების ინტენსივობა გავზარდოთ”, – განაცხადა კარპენტერმა.
კარპენტერმა აშშ-ის, ბრიტანეთისა და საქართველოს ერთობლივი სამხედრო წვრთნა გაიხსენა და მაისში ჩატარებულ სამხედრო წვრთნას წარმატებული უწოდა.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა რუსეთის მიერ საზღვრების, შეთანხმბებისა და ადამიანის უფლებების დარღვევას ეხებოდა.