ამერიკული ჯგუფი Maroon 5 ბათუმში დღეს გამართავს კონცერტს.
ჯგუფის წევრები სოლისტის, ადამ ლევინის გარეშე, ერთ-ერთ რესტორანში ქართული კერძების დასაგემოვნებლად მივიდნენ. რესტორანში იმყოფებოდა ანსამბლი “ერისიონი”, რომელმაც ამერიკელი სტუმრებისთვის ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა. “მრავალჟამიერის” ამსახველ ვიდეოს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ეს საოცრება იყო” -ნათქვამია Maroon 5-ის ოფიციალურ გვერდზე.