აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

თეთრი სახლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ჩინეთში მაისის შუა რიცხვებში ჩავა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთში მაისის შუა რიცხვებში ჩავა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

თეთრი სახლის ცნობით, ტრამპმა ვიზიტი 14-15 მაისისთვის გადაიტანა.

ამასთან, კეროლაინ ლევიტის განცხადებით, დონალდ ტრამპი და აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი მოგვიანებით ასევე უმასპინძლებენ სი ძინპინს ვაშინგტონში.

თეთრი სახლის პრესმდივანმა არ დაადასტურა ცნობები, რომ ირანში ომის დასრულება შეხვედრის დაგეგმვის წინაპირობა იყო.

„შეხვედრის გადადების თაობაზე საუბარი მიმდინარეობდა. სი ძინპინმა გაიგო, რამდენად მნიშვნელოვანია, ამჟამინდელი საბრძოლო ოპერაციების მიმდინარეობისას პრეზიდენტი აქ, ქვეყანაში იყოს“, – აღნიშნა კეროლაინ ლევიტმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი ჩინეთში ვიზიტი თავდაპირველად 30 მარტს იყო დაგეგმილი, თუმცა ირანში მიმდინარე ომის გამო გადაიდო.

ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერები ერთმანეთს ბოლოს გასული წლის ოქტომბერში შეხვდნენ.

იტვირთბა....