აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“რუსული ნავთობის ექსპორტის 40%, მილსადენზე უკრაინული დრონებით თავდასხმისა და ტანკერების დაკავების გამო, შეწყვეტილია” – როიტერი

რუსული ნავთობის ექსპორტის 40%, მილსადენზე უკრაინული დრონებით თავდასხმისა და ტანკერების დაკავების გამო, შეწყვეტილია. „როიტერი“ წერს, რომ ეს რუსეთის თანამედროვე ისტორიაში, ნავთობის მიწოდებაში დაფიქსირებული  ყველაზე სერიოზული შეფერხებაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ირანის კონფლიქტის გამო, ბარელი ნედლი ნავთობის ფასი ამჟამად 100 აშშ დოლარს აღემატება, რუსეთი კი, მსოფლიოში ნავთობის რიგით მეორე უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანაა.

ნავთობის მოპოვება რუსეთის ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

უკრაინამ მიმდინარე თვეში რუსულ ნავთობსა და საწვავის საექსპორტო ინფრასტრუქტურაზე დრონებით თავდასხმები გაააქტიურა და დარტყმები მიაყენა სამ უმსხვილეს დასავლურ პორტს, მათ შორის ნოვოროსიისკის შავ ზღვაში და პრიმორსკისა და უსტ-ლუგას, ბალტიის ზღვაში.

ბოლო თავდასხმის შედეგად, „როიტერის“ გათვლით, ნედლი ნავთობის საექსპორტო მოცულობის დაახლოებით 40%-ის, რაც დღიურად ორ მილიონ ბარელს შეადგენს, შეჩერებულია.

უკრაინის სამიზნე გახდა ასევე ნავთობსაქაჩი სადგურები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიც, რათა შეუმცირონ რუსეთს ნავთობიდან და გაზიდან მიღებული შემოსავალი.

ასევე, ბოლო პერიოდში გახშირდა რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერების დაკავება ევროპაში.

ამ ეტაპზე რუსეთი დაუბრკოლებლად განაგრძობს ნედლეულის მიწოდებას მილსადენების საშუალებით და საზღვაო გზით ჩინეთში ასევე გააქვს ნავთობი სახლიდიდან საიდანაც დღიურად 250 000 ბარელი გადის.

ტრეიდერები იუწყებიან, რომ რუსეთი, დღიურად 300 000 ბარელის ოდენობით ნავთობის გადამუშავებას ახორციელებს, მეზობელი ბელარუსის საშუალებითაც.

იტვირთბა....