აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთმა ევროპაში ჯაშუშებისა და დივერსანტების რეკრუტირების, მომზადებისა და გაგზავნის მიზნით ტრანსნაციონალური ქსელი შექმნა – Politico

რუსეთმა ტრანსნაციონალური ქსელი შექმნა, რათა ევროპაში ჯაშუშებისა და დივერსანტების რეკრუტირება, მომზადება და გაგზავნა მოახდინოს. ამის შესახებ სტატიას სახელწოდებით: “500 დოლარი და საზღვარგარეთ მოგზაურობა – როგორ ხვდებიან ახალწვეულები რუსეთის დივერსიულ საწვრთნელ ბანაკებში”,  Politico  აქვეყნებს. 

გამოცემა წერს, რომ მოლდოვაში მიმდინარე გამოძიებები, რომლებიც რუსეთთან დაკავშირებულ რეკრუტირების მცდელობებს ეხება, მიმდინარეობს იმ ფონზე, როცა ევროპის ქვეყნები ამბობენ, რომ მოსკოვი აწარმოებს ჰიბრიდული ომის კამპანიას, რომელიც მათი შიდა პოლიტიკის დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად.

Politico-ს ცნობით, საფრანგეთის ხელისუფლებამ, რომელიც უკვე მზადყოფნაშია მომავალ წელს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, დააფიქსირა რუსულ ქსელებთან დაკავშირებული დაბალი ინტენსივობის დეზინფორმაციის კამპანიები ამ თვის ადგილობრივი არჩევნების დროს.

გერმანიაში მთავრობამ დეკემბერში დაიბარა რუსეთის ელჩი და განაცხადა, რომ მოსკოვმა ორგანიზება გაუკეთა კიბერთავდასხმებს და ჩაერია გასული წლის  არჩევნებში.

მოლდოვას ოფიციალური პირები, რომლებმაც 2024 და 2025 წლებში მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული კამპანიები გადაიტანეს, აცხადებენ, რომ მათი ქვეყანა კარგად არის მომზადებული და შეუძლია დაეხმაროს ევროპელ მეზობლებს რუსული თავდასხმების მოგერიებაში.

“ახალგაზრდები, რუსულენოვანი, დაიქირავეს, გადაიყვანეს სპეციალურად ორგანიზებულ ბანაკებში და გაწვრთნეს [ტაქტიკაში, მათ შორის] სამართალდამცავი ორგანოების კორდონების გარღვევაში… ზოგიერთ მათგანს ასწავლეს უპილოტო მოწყობილობების გამოყენება. ეს კი ძალადობის შემთხვევაში სამედიცინო დახმარების გაწევის ტრენინგამდეც კი მივიდა,” – განუცხადა მოლდოვას შინაგან საქმეთა მინისტრმა დანიელა მისაილ-ნიჩიტინმა Politico-ს.

იტვირთბა....